კლერი პრიმერი - ორსულობა არც ისე რთულია
24.95 18.5
ფეხმძიმობა მეტისმეტად აფორიაქებს გამოუცდელ მომავალ მშობლებს... სადაცაა თქვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება, ამ დროს კი შესაძლოა დიდი რაოდენობის გაუგებარი ინფორმაცია დაგატყდეთ თავს. მაგრამ ნუ შეშინდებით: ეს დასურათებული გზამკვლევი, რომელიც მარტივად აღსაქმელი, მოხდენილი ინფოგრაფიკითაა გაჯერებული, ყველა ბარიერის დაძლევაში დაგეხმარებათ, გაგაცნობთ თქვენთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან ფაქტს, ხოლო გზადაგზა კი გონივრული დოზით საინტერესო წვრილმანებსაც მოგაწვდით.
ეს წიგნი აღწერს ყველაფერს – დაწყებული იმ ცვლილებებიდან, რომლებიც ორსული ქალის სხეულში ხდება, დასრულებული ახირებებით, რომლებიც შესაძლოა ამ პერიოდში დასჩემდეს – და ამგვარად, როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს გთავაზობთ მოკლე გზას იმის გასაგებად, თუ რას უნდა ელოდოთ, როდესაც შვილს ელოდებით.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 18.5
- ძველი ფასი
- 24.95
- ნანახია
- 1065