shaqrobabua

ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო


34.9

გაზიარება:

შეაბიჯეთ ქართული მითების მაგიურ სამყაროში. შეხვდით ტყის დედოფალ ტყაშმაფასა და ღრუბლების მბრძანებელ ელიას, შეიტყვეთ, როდის ამოდიან ზღვიდან მესეფენი და რატომ იყო თეთრი მანგური იღბლიანი, როგორ დაამარცხეს იახსარმა და კოპალამ დევები, რისი ეშინიათ ჭინკებს, რატომ იქცა ლამაზი ახალგაზრდა მჭედელი პირქუშად და როგორ დააღწია თავი ხოგაის მინდიმ ქაჯებს, მიჯაჭვულმა ამირანმა კი ხანგრძლივ ტყვეობას.

 

თქვენთან შესახვედრად ტყის, წყლისა და ნადირთ მბრძანებლები ემზადებიან. გაიცანით ქართული მითოლოგიის ოცი გამორჩეული გმირი და მათი სამყარო: დალი, ბეთქილი, თეთრი მანგური, ტყაშმაფა, ოჩოპინტრე, ოჩოკოჩი, მესეფენი, ალი, წყარიშდიდა, დევი, კოპალა, იახსარი, ნაწილიანი, პირქუში, ამირანი, ყურშა, ჭინკა, ხოგაის მინდი, კუდიანი, ელია.

 

ტექსტი მოამზადა ინგა ანთიძემ 

ილუსტრატორი: ვარლამ ჯმუხაძე 

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
34.9
ნანახია
2641