shaqrobabua

ტომას ერნესტ ჰიუმი - განსჯანი და ლექსები


11

გაზიარება:

ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა



„ჰიუმი ორი თვალსაზრისით არის კრიზისული ხანის მოაზროვნე: ერთი მხრივ, მისი თეორია ობიექტურად წარმოადგენს მთელი ამ შემოქმედებითი გარემოს პროდუქტს, ხოლო მეორე მხრივ, ის სუბიექტურადაც „კრიზისის თეორეტიკოსია“, მისი დამამკვიდრებელი და დამსაბუთებელი.
 


„ჰიუმის, როგორც მკვეთრად გამოხატული მემარჯვენე მოაზროვნის „განსჯებიდან“ ზოგი რამ დღეს საკმაოდ უცნაურად ჟღერს, ზოგიც – ნაკლებად მისაღებად; მის მიერ ჰუმანისტურ (დღევანდელი გაგებით – ლიბერალურ) ფასეულობათა გადაფასების რადიკალურ მოთხოვნას, ჩვენი დროის გადასახედიდან, ცოტა არ იყოს მარგინალური ელფერიც დაჰკრავს. მიუხედავად ამისა, მისი ესეთა კრებული უსაზღვროდ საინტერესო საკითხავს წარმოადგენს, რადგანაც ის ნამდვილად გამოხატავს იმ ბობოქარი ეპოქის კულტურულ ატმოსფეროს და შეიცავს იმ მსოფლმხედველობრივ წარმოდგენათა კონცენტრატს, რომელმაც მე-20 საუკუნის მთავარი ლიტერატურული მიმდინარეობის – მოდერნიზმის საფუძველი შეადგინა.

 

წინამდებარე წიგნით ქართველი მკითხველი პირველად ეზიარება ანგლო-ამერიკული მაღალი მოდერნიზმის ამ ძირითად თეორიულ წყაროს.
 

 

„განსჯანი“ ითარგმნა ყველა იმათთვის, ვინც გატაცებულია მოდერნიზმით – იქნება ეს დასავლურ ლიტერატურაზე შემოქმედებითად ორიენტირებული მწერალი თუ უბრალოდ განათლებული მკითხველი, რომელსაც მხატვრული აზროვნების თეორიული წყაროები აინტერესებს.
 


ყველა ამ უდავო შემეცნებითი დანიშნულების გარდა, წიგნს ჩვენამდე მოაქვს იმ მშფოთვარე დროის სურნელი, რომელიც ასზე მეტი წლის მანძილზე თან სდევდა ინგლისურენოვანი ლიტერატურის ევოლუციას, რაც პაატა და როსტომ ჩხეიძეების თარგმანის პირწმინდად ლიტერატურულ ღირსებაზეც მეტყველებს.“ ️
 


თემურ კობახიძის წინასიტყვაობიდან

ფასი
11
ნანახია
1029