shaqrobabua

საბა სავანელი - კაცი წნეხის ქვეშ


20

გაზიარება:

რა თვისების მქონე ადამიანები ან რა მოვლენები ადგენენ ცხოვრების იმ წესებს, რომლებსაც უმრავლესობა იძულებულია, დაემორჩილოს? სჭირდება კი უფლებას მოპოვება, თუ ის უპირობოდ და ბუნებრივად დადგენილია? ან, რას მოიცავს უფლება და რას – არა? ვის აქვს საკმარისი ძალა და ლეგიტიმაცია, რომ დაადგინოს თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრების ჩარჩოები მისი ნების საწინააღმდეგოდ? უნდა იყოს თუ არა ჩვეულებრივი მოქალაქე კარგი ხელისუფლისა და კეთილი მეფის მოლოდინში?

 

ამ კითხვებზე პასუხებს პოლიტიკურ პროცესში ეძებენ ადამიანები, რომლებიც, არც მეტი და არც ნაკლები, ფიზიკური ძალის შეჯიბრებაში არიან ჩართულნი. ეს მუდმივი პროცესია, ისტორიულადაც ასე იყო და თანამედროვეობაშიც დიდად არაფერი შეცვლილა.

 

თითოეული ადამიანი თავისუფალია თავისი გზის არჩევანში, ისე, როგორც საბა სავანელის წიგნის მთავარი გმირიც. იგი უსამართლობასთან ბრძოლისთვის სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ირჩევს. შიშობს, რომ ეს გზა გამარჯვებამდე ვერ მიიყვანს, მაგრამ უკან არ იხევს და უჩვეულო ნაბიჯებს დგამს. ამ გზაზე მის მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს უპირისპირდება ძალაუფლება, მაგრამ ხვდება, რომ ყოველი განცდილი მარცხი მხოლოდ იდეას აძლიერებს...

ფასი
20
ნანახია
1200