shaqrobabua

ბასა ჯანიკაშვილი - ხუთი კომედია


14.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი:310

გამოცემის წელი: 2022

კრებულში თავმოყრილ პიესებში ღინიერი სიცილის ხმა ისმის, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი კომედიაა. პირიქით, ერთი შეხედვით მხიარული, აბსურდული, არასერიოზული სიტუაციების მიღმა ტრაგიკული ეგზისტენციური საზრისებია, რაც პიესებს მრავალპლანიან ტექსტებად და სასცენო ინსპირაციად აქცევს.

ძალადობრივი სისტემის პლაკატურ, კონკრეტულ კოდებამდე დაყვანილ ანატომიას ("დიქტატურა") ანტისახელმძღვანელოს პრინციპი აქვს: ავტორი შიფრავს და ამავე დროს დასცინის, მათ შორის თავისუფლების იდეასაც კი, რომელიც ამგვარ სისტემაში, შესაძლოა, ყველაზე არაჯანსაღ, ატროფირებულ, უიდეო მოვლენად გარდაისახოს.

საიქიოსა და სააქაოს, სიკვდილისა და სიცოცხლის ვირტუალურ საზღვართან ყველა საზრისი აბსურდად იქცევა, ყველა პირობითობა ახალ, უფრო მძლავრ პირობითობაში გადადის ("ლაბადა და ფეხსაცმელი", "სულიკო") ადამიანური ურთიერთობების ტრაგიკომიკურ ქაოსში ზოგჯერ სიყვარული საბედისწეროდ ჰერმეტულია ("მეზობლები"), ზოგჯერ კი მას საკმარისზე მეტი თვითმხილველი ჰყავს ("თითით საჩვენებელი)...

 

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
14.9
ნანახია
798