shaqrobabua

გიორგი ბუნდოვანი - კულტურის სანიტარი


11.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 176

გამოცემის წელი: 2022

პოეტი, მულტიმედია-არტისტი. პერფორმერი გიორგი ბუნდოვანი

(მოკლე შემოქმედებითი ბიოგრაფია)

 

გიორგი ბუნდოვანი 90-იანელების სახელით ცნობილი, თბილისური სალიტერატურო და არტ-თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც ძირითადად მუშაობდა და მუშაობს „სახელოვნებო ანდერგრაუნდში“ 1990 წლიდან დღემდე, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უამრავი გახმაურებული ლიტერატურული საღამო-პრეზენტაციის, სხვადასხვა არტ-აქციისა და პერფორმანსის ავტორი, თანამონაწილე და ორგანიზატორია. მათ შორის გამორჩეულია დადა მეფე-პრეზიდენტის არჩევნები. გასტრონომია და სიყვარული, ურბანიზმი თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ანარქიული. გიჟური. რომანტიკული პოეზიის საღამო კიბე და სხვ.

 

გიორგი ბუნდოვანის ავტორობითა და თანაავტორობით 1991-2018 წლებში გამოიცა 6 პოეტური კრებული

„ქრონოფაგები“ (ქართველ პოეტთა ორდენი) – 1991 წ.

„ანომალიური პოეზია“ - 1993 წ. - 2003 წ

„სიწყნარის დაკანონება“  —  2003 წ

„ათვლის წერტილი“ - 2004 წ.

„ანტიყოფის მანიფესტი“ – 2009 წ.

„სად არის სისხლი ბროლისფერ თოვლის“ – 2018 წ.

 

1990 წელს გიორგი ბუნდოვანი იყო ქართველ პოეტთა ორდენ „ქრონოფაგების“ თანადამფუძნებელი და მაგისტრის მოადგილე. 1987-1992 წლებში იყო დიდი ქართველი მისტიკოსი პოეტის, ტერენტი გრანელის პირველი საფლავის მცველი, შემდგომში შემნარჩუნებელი და იმავე ადგილზე მემორიალური ქვის დამდგმელი.

 

90-იანი წლების პირველ ნახევარში. პოეტ და არტისტ ზურაბ რთველიაშვილთან ერთად „ალტერნატიული კულტურის ლაბორატორია“ ჩამოაყალიბა. 1993 წელს პოეტური საძმო „ანომალისტი პოეტების“ თანაავტორი და თანადამფუძნებელია 90-იანი წლების მიწურულს კი გახლდათ „მარგო კორობლიოვას სახელობის პერფორმანსის თეატრის“ აქტიური წევრი და აღმასრულებელი დირექტორი; 2006-2012 წლებში ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა მულტიმედია არტ-ჯგუფ „სტიგმატს“.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
11.9
ნანახია
721