დროშები - 100 ამბავი
12.9
დროშა ქსოვილის ნაჭერია, რომელიც ყველა ქვეყანას თავისი გემოვნებით აქვს შეღებილ-მოხატული. თუმცა გემოვნებასა და დიზაინზე მნიშვნელოვანი შინაარსია – დროშა ხომ ისტორიას, ლეგენდებს, ტრადიციებსა და სახელმწიფოს რაობას გვაცნობს.
როგორ შეიძლება ორ-სამ ფერში გადაწყვეტილმა ჰორიზონტალურ-ვერტიკალურმა ხაზებმა ასეთი შინაარსი დაიტიოს? – იკითხავთ. პასუხს ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მიიღებთ.
ამ წიგნში გაიგებთ რას ნიშნავს ვარსკვლავები და ზოლები აშშ-ის დროშაზე; რატომ ახატია კანადის დროშას ნეკერჩხლის ფოთოლი; რატომ ასოცირდება პერუს დროშა ფლამინგოსთან; დროშათა შორის რომელია ყველაზე ძველი...
მოკლედ, მსოფლიოს შემოსავლელად საჰაერო ბურთი აღარ გვჭირდება – საკმარისია, წიგნი საწყის გვერდებზე გადავშალოთ და ერთად შევიდეთ დროშების ფერადოვან სამყაროში.
ავტორ-შემდგენელი: ვაჟა სიმონიშვილი
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 12.9
- ნანახია
- 1035