shaqrobabua

ბესიკ ხარანაული - დიდი სმა


19

გაზიარება:

„მე ამ წიგნში ზეიმი მაქვს შეკვეთილი და არა გლოვა“ – განმარტავს ბესიკ ხარანაული თავიდანვე და მკითხველს დიდი სმის მისტიკურ რიტუალზე ეპატიჟება, რომ ყოფნა-არყოფნის მარადიული დრამა თავისებური სცენარით წარმოგვიდგინოს.

 

ქადაგ-ხუცესისგან წერად დამწყალობნების შემდეგ, ბესიკ ხარანაული ნამდვილ კარნავალს მართავს, სადაც, საიქიოსა და სააქაოს სივრცეებში, გვერდიგვერდ, სრულფასოვან მოქალაქეებად ჩნდებიან ბრმა ჰომეროსი და ყრუვი გიორგი, ერეკლე მეორის უბირი ქალისგან შეძენილი ვაჟი ბიჩინაგა და გომურში დაბადებული ბალღი, პატარაობიდანვე რომ ლექსის ზნენი დააჩნდება, ლოგინს მიჯაჭვული კუტ-პეტრე და ქიტო პაპა, რომელიც სახარების მასობრივი სცენების უცვლელი მონაწილეა.

 

ამ წიგნშიც, წინამორბედების მსგავსად და უფრო მეტადაც, სრულყოფილად იშლება ბესიკ ხარანაულის ცხოვრებისა და წერის ლაბორატორია – ხილულიდან უხილავამდე, გზიდან უგზოობამდე, ნაკლის ინსტინქტიდან ღირსების ტვირთამდე, დაღამებიდან გათენებამდე და იმ იდუმალ წამამდე, როცა „ყოველ გაღვიძებაზე არცოდნიდან ვიწყები და მერე დედას ვტირობ ყველაფერს“.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
19
ნანახია
1281