shaqrobabua

ერიხ ფრომი - თავისუფლებისგან გაქცევა


19.9

გაზიარება:

ერიხ ფრომი (1900-1980) – ფსიქოანალიტიკოსი, სოციოლოგი, ჰუმანისტი ფილოსოფოსი და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნეა. ფრომი, საუკუნის გარიჟრაჟზე, ფრანკფურტში, გერმანელი ებრაელების ოჯახში დაიბადა. 1934 წელს, ნაცისტური რეჟიმის აღზევებით განპირობებული საფრთხეების გამო, ფრომმა გერმანია დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო მოღვაწეობა.

 

„თავისუფლებისგან გაქცევა“ პირველად 1941 წელს, სწორედ ამერიკაში გამოიცა. ეს ფრომის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაშრომია, რომლის ძირითადი საკითხიც „თანამედროვე ადამიანისათვის თავისუფლების მნიშვნელობას“ შეეხება. ავტორი თავისუფლების შესახებ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ექსკურსს გვთავაზობს – ისტორიულად საიდან იწყება ადამიანის თავისუფლება და არის კი თანამედროვე ადამიანი უფრო თავისუფალი, ვიდრე გლეხი, რომელიც ფეოდალურ წყობილებაში ცხოვრობდა? ამ და სხვა უაღრესად საინტერესო  კითხვებზე პასუხისას ავტორი გამორჩეული ოსტატობით იყენებს ფსიქოანალიტიკური თეორიის მიგნებებს როგორც ინდივიდის შინაგანი, აგრეთვე ფართო სოციალური პროცესების ასახსნელად, გვაჩვენებს რა ფსიქოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პირობები შეიძლება უსწრებდეს წინ თავისუფალი საზოგადოების ავტორიტარულ სისტემად გარდაქმნას, რა განაპირობებს ამა თუ იმ რელიგიური დოქტრინისა თუ იდეოლოგიის, ან თუნდაც კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის მიმართ ადამიანების მორჩილებას.

 

ახლა, როდესაც საფრთხეები, რომელიც ინდივიდის თავისუფლებას ემუქრება, კიდევ უფრო მრავალფეროვანია, ხოლო ახალი და მეტად გამოცდილი დემოკრატიული სისტემები თანაბრად დგანან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაშრომი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.

 

ინგლისურიდან თარგმნა მედეა რუსიშვილმა.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
19.9
ნანახია
2310