shaqrobabua

ოლდოს ჰაქსლი - მრავალი წლის შემდეგ, ერთ ზაფხულს


24.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 408

გამოცემის წელი: 2024

ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ

არსებობს სიცოცხლე სიკვდილის გარეშე?

 

მისტერ სტოიტი, წარმოუდგენლად მდიდარი კაცი, სხვადასხვა ეპოქის უამრავი ფასდაუდებელი შედევრით გამოჭედილ გროტესკულ გოთიკურ ციხე-კოშკში ცხოვრობს. ის უზომოდაა შეყვარებული თავის მიმზიდველ, მაგრამ ქარაფშუტა „ბეიბიზე“. მისტერ სტოიტის და ბეიბის გარდა, ამ სასახლის მუდმივი ბინადარია თავხედი და ცბიერი ექიმი ობისპო. მას ევალება სიცოცხლის გახანგრძლივების გზების ძიება, რადგან ციხე-კოშკის სიბერეშეპარული მეპატრონე მოახლოებული სიკვდილის დაუძლეველი შიშით არის შეპყრობილი.

 

ამ სრულიად არანორმალურ სიტუაციაში შემოდის ჯერემი პორდიჯი, განათლებული ინგლისელი ჯენტლმენი, რომელიც უნებურად მიაკვლევს საიდუმლოს, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას მისტერ სტოიტის პარანოიდული შფოთვის პრობლემა.

 

 

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
24.9
ნანახია
105