shaqrobabua

ნუგზარ შატაიძე - ნოემბრის წვიმა და სხვა


24.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 428

გამოცემის წელი: 2024

„თქვენი არ ვიცი და მე მოთხრობების კრებულებს არეულად ვკითხულობ – თანმიმდევრობას ვივიწყებ. წარმოდგენა არ მაქვს ცრურწმენაა თუ ახირება, მაგრამ ღრმა ბავშვობაში ვირუსივით შემეყარა ასეთი ჩვევა: ავიღებ ხოლმე წიგნს, გადავშლი და რომელ გვერდზეც მოვხვდები ალალბედად, იქიდან შევუდგები კითხვას.

 

ზუსტად ასე მოვიქეცი სტუდენტობის დროს, როცა ხელში ნუგზარ შატაიძის კრებული „შეხვედრა“ ჩამივარდა და ბედმა ნოემბრის წვიმაში მომახვედრა. მივხვდი, რომ ნიშანი იყო. მოთხრობის სათაური საიმდროოდ ჩემი საყვარელი მუსიკალური კოლექტივის, GUNS N ROSES-ის საოცარი კომპოზიციის სახელს ემთხვეოდა. ეს სიმღერა მაშინ ჩემს ცხოვრებას ფონად გასდევდა. მოთხრობის წაკითხვამდე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ნუგზარ შატაიძის ტექსტიც არანაკლები აღფრთოვანებისა და ფიქრის საბაბს მომცემდა.

 

ნუგზარ შატაიძე ლიტერატურული ქამელეონია. ის გამუდმებით იცვლიდა თემებს, თხრობის ფორმებს, ენას, სიუჟეტებს. ქმნიდა ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულ, ცოცხალ, ნამდვილ პერსონაჟებს. დღეს სოფლის ცხოვრებაზე ჰყვებოდა, ხვალ ქალაქისაზე. ხან ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საფიქრალს გაუჩენდა მკითხველს, ხანაც ერთი შეხედვით უბრალო ამბებზე დააფიქრებდა. ამ მუდმივ ლიტერატურულ განახლებაში კი მისი ტექსტები წამით არ კარგავს მთავარ სამკაულებს – ადამიანურობას, ჰუმანურობასა და სიკეთეს; შატაიძის უნარი კი, სრულყოფილად მოიხელთოს მშობლიური ენა, ყოველი წაკითხვისას გაოცებს.

 

სხვა რა ვთქვა, გნებავთ თანმიმდევრობით მიჰყევით, გნებავთ ჩემსავით – გაუკუღმართებულად. შედეგი მაინც ერთი იქნება – ამ კრებულში მოქცეული ამბები თუ პერსონაჟები დიდხანს იცხოვრებენ თქვენს გონებაში და, რაც მთავარია, გულებში.“ – დათო გორგილაძე

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
24.9
ნანახია
50