shaqrobabua

ბესიკ ხარანაული - რძის ფოსტა


14.9

გაზიარება:

წიგნის მხატვარია თეონა ჭანიშვილი

 

გამოქვეყნებული ტექსტი, კაცმა რომ თქვას, ავტორს აღარ ეკუთვნის. ის მკითხველისაა და მას შეუძლია (თუ მართლა შეუძლია), მწერლის ტექსტებისგან ახალი ნაწარმოები შეადგინოს _ „უავტორო“ ნაწარმოები.
ბესიკ ხარანაული ერთგან წერს: „ყველა წიგნისაგან უკეთესი ის არის, რომელსაც არ სჭირდება ავტორი“.

 

მის ადრინდელ ნაწარმოებებში მოიძებნება ოთხი ტექსტი, რომელთა შეერთებით შეგვიძლია მივიღოთ ახალი, „უავტორო“ ნაწარმოები. ესენია: 1. ფრაგმენტი პოემისა წიგნი ამბა ბესარიონისა, რომელსაც სათაურად რძის ფოსტა ჰქვია; 2. კარტოფილის ამოღება; 3. კნუტები; 4. სიტყვების უქონლობის გამო.

 

ამას მეცნიერები რეტროსპექტულ დისკურსს ან ყოფით ნარატივს უწოდებენ. ჩვენ უავტორო ნაწარმოები ვუწოდოთ. ან რა მნიშვნელობა აქვს, რას დავარქმევთ. მთავარია, რომ ჩვენ წინაშეა მოულოდნელი ბესიკ ხარანაული – ოთხნაწილიანი მთელი, განახლებადი მუდმივი“ (იდეის ავტორისა და შემდგენლის – ივანე ამირხანაშვილის წინასიტყვაობიდან).

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
14.9
ნანახია
1046