მიგელ დე უნამუნო - ქრისტიანობის აგონია


12.9

გაზიარება:

მიგელ დე უნამუნო – ესპანელი ესსეისტი, ნოველისტი, პოეტი, დრამატურგი და ფილოსოფოსი.

1880-90 წლებში უნამუნო ბაკუნინის, ლასალიას, მარქსის სოციალისტურმა იდეებმა გაიტაცა. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალისტურ ყოველკვირეულში „ლუჩა დე კლასე“ (კლასობრივი ბრძოლა). 1898 წელს, სამი წლის ვაჟის მენინჰიტის ინფექციით გარდაცვალებით გამოწვეული რელიგიური კრიზისის შემდეგ, სოციალიზმს ჩამოსცილდა და ფილოსოფიური კონცეფციის შემუშავებას მიჰყო ხელი. დიდი გავლენა იქონია უნამუნოზე ავგუსტინის შემოქმედებამ და იდეებმა, დაეწაფა შუასაუკუნეების ესპანელ მისტკოსებს, გატაცებით კითხულობდა ბ.პასკალსა და ს. კერკეგორას, რისთვისაც მან დანიური შეისწავლა ტექსტების ორიგინალში საკითხავად.

ვაჟის დაღუპვა დონ მიგელმა აღიქვა როგორც მსოფლიო ტრაგედია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს მარადიულად სურს ცხოვრება, მაგრამ არ ძალუძს. 1897 წლიდან დაწყებული და მთელი მისი შემოქმედების მანძილზე მის ნაწარმოებებში შეიმჩნევა ფიქრი რწმენასა და ურწმუნობაზე, სიკვდილსა და უკვდავებაზე, მის ყველა ტექსტს ტრაგიკული ნოტა გასდევს.

უნამუნო ავითარებს ღმერთის იდეას როგორც ფუნდამენტური ყოფიერების წყურვილის პროექციას უნივერსუმის უსასრულობასა და პირადი უნივერსუმისა და პირადი უკვდავების გარანტიაზე. უკვდავების რწმენის შენარჩუნების სურვილმა და ამავდროულად რელიგიურ ჭეშმარიტებებში დაეჭვებამ განსაზღვრა უნამუნოს მისწრაფება ე.წ. „კიჰოტიზმისკენ“, ანუ არარსებული იდეალის სახელით ბრძოლისაკენ რასაც გონება უაზრობად აღიქვამს. უნამუნოს ფილოსოფიის ცენტრალური პრობლემა – პიროვნების სულიერი ცხოვრებაა, რომელიც, მისი აზრით, მიმართულია სასრულისა და უსასრულოს წინააღმდეგობრიობაზე: პირადი უკვდავების სურვილს ეწინააღმდეგება რაციონალისტური დარწმუნებულობა არსის მოკვდავობაში, რწმენის მოთხოვნილებას კი – თანამედროვე გონებისთვის რწმენის შეუძლებლობაში.

უნამუნოს „აგონიის“ ცნება შემოაქვს, როგორც ცხოვრების განსაკუთრებით ტრაგიკული აღქმა, რაც გონისა და რწმენის შეურიგებელი დუალიზმით არის გამოწვეული. („ხალხისა და ადამიანების სიცოცხლის ტრაგიკული შეგრძნების შესახებ 1913“, „ქრისტიანობის აგონია“ 1924).

წიგნი პირველად გამოქვეყნდა საფრანგეთში ფრანგულ ენაზე 1925 წელს, მიგელ დე უნამუნოს ნებაყოფლობითი ემიგრაციის პერიოდში. როგორც ავტორი ესპანური გამოცემის წინასიტყვაობაში ამბობს, წიგნი გადმოსცემს დიდ ნაწილს იმისა, რაც მისი „ცხოვრების ტრაგიკულ განცდაში“ იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ „მეტად კონკრეტული და იმპროვიზირებული“ ფორმით.

თარგმანი შესრულებულია ფრანგული ენიდან.

გამომცემლობა
აქტი
ფასი
12.9
ნანახია
49