ლორენცო და პონტე - ჩენედელის მოგონებანი


21.9

გაზიარება:

მოცარტის ლიბრეტისტის – ლორენცო და პონტეს მოგონებების წიგნი, რომელიც იტალიურ ლიტერატურაში მემუარული ჟანრის შედევრადაა მიჩნეული, მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი ლიბრეტისტის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრებას, შემოქმედებითი მწვერვალების დაპყრობას, მოცარტის მუსიკალურ გენიასთან შედევრთა ქმნისას ჰარმონიულ თანხმობასა და ხანაც ბედის წაღმა-უკუღმა ტრიალსა და არსებობისათვის ბრძოლას აღგვიწერს.

 

ხანგრძლივი ცხოვრების ბოლოს ეს საოცარი კაცი დაწერს: ”მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩემი გული სხვა ადამიანების გულებისაგან განსხვავებული მასალისაგან არის შექმნილი... მე იმ ჯარისკაცს ვგავარ, რომელიც დიდების წყურვილით ანთებული, ზარბაზნის ჭავლს თავად შეუვარდება, როგორც საყვარელი, რომელიც თავისივე ნებით მოექცევა მისი მტანჯველი ქალის მკლავებში“.

 

ჩენედა, ტრევიზო, ვენეცია, პადუა, გორიცია, დრეზდენი, ვენა, ლონდონი, ბრიუსელი, ამსტერდამი, ჰააგა, ლონდონი, ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, სანბერი, ფილადელფია, ნიუ-იორკი – თითქოს კი არ მოგზაურობდა, სამოქმედო და სამოღვაწეო ასპარეზის ძიებაში მოვლო მსოფლიო და რომანივით საკითხავ წიგნად აქცია წინააღმდეგობებით და პარადოქსებით სავსე ცხოვრება.

 

იტალიურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და განმარტებები დაურთო მაია დონაძემ

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
21.9
ნანახია
133