shaqrobabua

ალექსანდრე მიქაბერიძე, ნიკა ხოფერია - ნაპოლეონი (51 კითხვა და ამდენივე პასუხი)


29.9

გაზიარება:

ვინ იყო ნაპოლეონი – ფრანგი, კორსიკელი თუ იტალიელი? რა ენაზე საუბრობდა? იყო თუ არა უკანონო შვილი? გახლდათ თუ არა დაბალი? რა ეცვა და როგორ გამოიყურებოდა? ვინ იყვნენ ნაპოლეონის ცოლები და საყვარლები? რატომ დააარსა იმპერია? ვინ იყო ნაპოლეონის მამლუქი? რა იყო მისი უდიდესი შეცდომა? რატომ დამარცხდა ვატერლოოს ბრძოლაში?
როგორ შეცვალა ევროპა? იყო თუ არა გურმანი? რას სვამდა? რა მუსიკას უსმენდა? რატომ ეწოდა ნამცხვარს ნაპოლეონი?
მოტეხა თუ არა ცხვირი დიდ სფინქსს? რამდენი ადამიანი შეეწირა ნაპოლეონის ომებს? რა დამოკიდებულება ჰქონდა რელიგიისადმი? რა ერქვათ ნაპოლეონის ცხენებს? რა აკავშირებდათ ქართველებს ნაპოლეონთან?..



ამ და სხვა საინტერესო კითხვებსა და არანაკლებ საინტერესო პასუხებს ამოიკითხავთ ამ სასიამოვნოდ საკითხავ წიგნში, რომელიც მკითხველთა ფართო წრისთვისაა განკუთვნილი.
 

და რატომ 51? სწორედ ამდენ წელიწადში ჩაატია ცხოვრება მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო ფიგურამ.

ფასი
29.9
ნანახია
2190

მსგავსი პროდუქტები