ბექა ქურხული - სკანდარა და სხვა მოთხრობები
14.9
სკანდარა და სხვა მოთხრობები ბექა ქურხული ISBN:978-9941-470-99-8კატეგორია:თანამედროვე ქართული პროზაგვერდები:236ფორმატი:A5ყდა:რბილიფასი:15.00 ბექა ქურხულის ახალ წიგნს ბევრი დასამახსოვრებელი პერსონაჟი ჰყავს – რეალური თუ გამოგონილი, მწერლის ცხოვრებისეული გამოცდილებიდან თუ მისი სიზმრებიდან გადმოსული ტექსტებში. მათი ერთ სივრცეში თავმოყრა „საბას“ გამარჯვებული რომანის – „სამოთხიდან გაქცეულების“ ავტორს არ ეძნელება. მიმზიდველი და ჩამთრევი თხრობის მანერა, ემოციურად დამუხტული ეპიზოდები და თითქოს ნაცნობი, მაგრამ სინამდვილეში ექსკლუზიურად მკითხველისთვის აღმოჩენილი/გაცოცხლებული გარემო – სხვა საქართველო – ესაა ბექა ქურხულის მოთხრობების მთავარი ღირსება. ის, რაც მაშინვე, ზედაპირზევე ჩანს. კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თვისება ამ წიგნისა ის არის, რომ შიგნით ბევრი მოძრაობაა, მიწყდომ-მოწყდომა, კაცის გულისა და ბედის აფეთქებები, დინამიკა და „დრაივი“. ერთი სიტყვით, ჩათრევას ჩაყოლა ჯობია...
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 14.9
- ნანახია
- 805