shaqrobabua

XX საუკუნის ქართველ მოღვაწეთა დღიურები (ჩანაწერები)


6

გაზიარება:

კრებულში შესული ქართველ მოღვაწეთა დღიურები 1904 წლის ივლისიდან 1932 წლის იანვრამდე პერიოდს მოიცავს და საინტერესო მასალას იძლევა ჩვენი უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების შესასწავლად: სოციალისტ-ფედერალისტების მიერ პარიზში გაზეთის გამოცემა და არალეგალური გზით გავრცელება საქართველოში; რევოლუციური საქმეებისათვის ევროპიდან გემ სირიუსით იარაღის გამოგზავნა და ამასთან დაკავშირებული ფაქტები; პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკის ორგანიზება; ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიკვიდაცია 1923 წელს; 1920-იანი წლების ბოლშევიკური რეპრესიები; 1924 წლის აგვისტოს აჯანყება ზუგდიდში და სხვა.

 

კრებულში შესულია ქართველ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეთა – გიორგი დეკანოზიშვილის, იასონ ლორთქიფანიძის, დავით ქარცივაძისა და აკაკი ჭანტურიას – პირადი დღიურები. 

შეადგინა, წინასიტყვაობა და საძიებელი დაურთო თამაზ ჯოლოგუამ. 

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
6
ნანახია
1149