ჟან შარდენი - დღიური შარდენის მოგზაურობისა


19.95

გაზიარება:

თარგმნა ალექსანდრე მანველიშვილმა

 

„დღიური შარდენის მოგზაურობისა სპარსეთსა და აღმოსავლეთ ინდოეთში შავი ზღვისა და კოლხეთის გზით“ ძალზე ინფორმაციული, საინტერესო წყაროა 1672-1673 წლების საქართველოს შესახებ. 

 

რამდენიმე წინა გამოცემისაგან განსხვავებით, ეს სრული ვერსიაა (ქართველთა შესახებ უარყოფითი დახასიათებანი, როგორც წესი, შეკვეცილად იბეჭდებოდა). ეს თარგმანი ემიგრაციაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის, მეცნიერისა და პუბლიცისტის – ალექსანდრე მანველიშვილის (1904-1996) ერთ-ერთი საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ნაშრომია.

 

წიგნს ერთვის:

  •  ზაზა ალექსიძის წინათქმა: „ჟან შარდენის მოგზაურობის დღიურის ალექსანდრე მანველიშვილისეული გამოცემისთვის“
  • ალექსანდრე მანველიშვილის მოკლე ბიოგრაფიული ნარკვევი (შორენა მურუსიძე)
  • ჟან შარდენის მოკლე ბიოგრაფია (ალ. მანველიშვილი)
  • პირთა, გეოგრაფიულ და ეთნიკურ სახელთა საძიებლები.
ფასი
19.95
ნანახია
64