ნინო სამყურაშვილი - ჯავშანი


9.9

გაზიარება:

ნინო სამყურაშვილის სადებიუტო წიგნის მთავარი გმირი სიცოცხლის ბოლოს გაბედავს, მოჰყვეს საიდუმლო, რამაც წარმატებული, განათლებული ადამიანი, ერთი უმძიმესი შემთხვევის გამო, თვითგანადგურებამდე მიიყვანა.

ცოტნე ბერიშვილის უზრუნველ, ბედნიერ ბავშვობასა და სტუდენტობის მოსკოვში, ბავშვობის მეგობრის მუხანათობით გადახდენილი ერთი ამბავი ცვლის. იმის გამხელას კი, თუ რა შეემთხვა სინამდვილეში, ცოტნე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაწოლას და სიგიჟის მოგონებას არჩევს. ეს ის დროა, როდესაც საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ არის დაშლილი – წიგნში მოთხრობილი ნამდვილი ამბავი კარგად ასახავს იმდროინდელი სისტემის სისასტიკესა და ვერაგობას.

რა ელის მშობლიურ სოფელში დაბრუნებულ მთავარ გმირს? რამდენად დამაჯერებელია მისი ეს იძულებითი თამაში და რა „ცდუნებების“, სულიერი ჭიდილის გზა უნდა გაიაროს მანამ, სანამ საიდუმლოს გამხელას გადაწყვეტს...

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
9.9
ნანახია
299