shaqrobabua

ტაო-კლარჯეთი - ისტორიისა და კულტურის ძეგლების კატალოგი


99.9

გაზიარება:

წიგნში წარმოდგენილია ტაო-კლარჯეთის რეგიონთან დაკავშირებული უმდიდრესი ქართული კულტურული მემკვიდრეობა. კატალოგი შედგება შემდეგი თავებისაგან: ისტორიისა და კულტურის ძეგლები; ტაო-კლარჯეთთან დაკავშირებული ხელნაწერები და ისტორიული დოკუმენტები; ტაო-კლარჯეთთან დაკავშირებული ისტორიული პირები (ენციკლოპედიური ლექსიკონი); ისტორიული პუნქტების ცნობარი (თანამედროვე ადმინისტრაციული ერთეულების, პუნქტების ძველი და თანამედროვე სახელების მითითებით); ბიბლიოგრაფია.

 

 

ისტორიულ ძეგლთა კატალოგში ცალ-ცალკეა წარმოდგენილი მონასტრების, ეკლესიებისა და ციხე-სიმაგრეების მონაცემები. მასალა დალაგებულია ისტორიული პროვინციების მიხედვით: სპერი, ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, აჭარა (მაჭახლის ხეობა), ლაზეთი („ზღვისპირი“), კოლა, არტაანი, ერუშეთი, ჩრდილი, ჯავახეთი (ზემო ჯავახეთი), სამცხე (ფოცხოვის ხეობა). 

 

 

წიგნი განკუთვნილია როგორც მეცნიერთა, ისე ტაო-კლარჯეთის რეგიონით დაინტერესებული საზოგადოების ფართო წრისათვის.

 

ავტორ-შემდგენლები: ნესტან ბაგაური, ზურაბ ბატიაშვილი, ირმა ბერიძე, ბუბა კუდავა, ნიკოლოზ ჟღენტი, გოჩა საითიძე, ნათია ხიზანიშვილი

 

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და რედაქტორი – ბუბა კუდავა

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
99.9
ნანახია
1141