shaqrobabua

ეკა ქევანიშვილი - ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება


7.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 100

გამოცემის წელი: 

ეკა ქევანიშვილის ახალი კრებული „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ აფეთქებისწინა გამაყრუებელი სიჩუმის ენერგიითაა დამუხტული; ამ ენერგეტიკულ ველშია თავმოყრილი ყველა ნერვული რეცეპტორი – პიროვნული თუ საზოგადო ყოფის გრაფიკული ანამნეზი. სასტიკი და რთული სოციალური სამყარო პოეტის მთავარი „გამღიზიანებელია“, მისკენ მიმართული პროტესტი კი პოეტურ მანიფესტაციად გვევლინება.

 

კრებულში ხშირად შეხვდებით უარყოფითი ნაწილაკით ნაწარმოებ სიტყვათშეთანხმებებს – არცვლილება, არსიყვარული... პრეფიქსი „არ“ ცხოვრების/ეპოქის ტონალობას გამოხატავს, მის გამოუვალობას,  ხანდახან უიმედობასაც. ეკა ქევანიშვილის პოეტური რეფლექსია ამ გამოუვალობის დაძლევასაც გულისხმობს. აფეთქებისწინა სიჩუმეში მთავარი ადამიანური არჩევანი იბადება.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
7.9
ნანახია
332