shaqrobabua

თორნიკე შარაშენიძე - დიპლომატიის ისტორია (1920-1939)


14.9

გაზიარება:

“დიპლომატიის ისტორია (1920-1939)” მორიგი, მესამე ნაწილია სერიისა, რომლის წინა წიგნებშიც XIX საუკუნისა და XX საუკუნის პირველი ოცწლეულის დიპლომატიის ისტორიაა მიმოხილული. თავის ახალ ნაშრომში თორნიკე შარაშენიძე საინტერესოდ და მსუბუქად, ამავე დროს, სიღრმისეულად მოგვითხრობს გასული საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლების ევროპის პოლიტიკურ ყოფაზე და იმ უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე, რომლებმაც შემდგომ მეორე მსოფლიო ომის ბედი განსაზღვრა. სხარტი, ლაღი ენით დაწერილ ტექსტში მკითხველი ბევრს შეიტყობს მეორე მსოფლიო ომამდე მიმდინარე მთავარი დიპლომატიური თამაშებისა და მათი წარმმართველების შესახებ.

გამომცემლობა
ბაკურ სულაკაური
ფასი
14.9
ნანახია
1227