shaqrobabua

მიშა ბახსოლიანი - კანიბალიადა


11.9

გაზიარება:

კანიბალიადა არც კულინარიაზეა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ჭამენ ყველაფერს – ჭამენ გემრიელად და წარბშეუხრელად… მიშა ბახსოლიანის რომანი „კანიბალიადა“ საქართველოს ალტერნატიული ისტორიაა. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაზეც თვალს ვხუჭავთ – ის, რაც ომით მართლდებოდა და მართლდება. უშუქობა, გაჭირვება და „სუხარზე“ გადასმული მარგარინი „ონა“ წიგნის ნებისმიერ გვერდზე რეფრენივით მეორდება. მიშა ბახსოლიანი განათლებით კულტურის ისტორიკოსია. დღეს იგი კოპირაიტერად მუშაობს. მწერალი ორი პროზაული კრებულის ავტორია. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები. „კანიბალიადა“ მიშა ბახსოლიანის პირველი რომანია.

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
11.9
ნანახია
946