shaqrobabua

ზურაბ ბრაგვაძე - კოლხეთი და იბერია


19.9

გაზიარება:

ზურაბ ბრაგვაძე – ისტორიკოსი, არქეოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი,  ზემო იმერეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. 

 

მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები რგანში, ჩხარში, ძევრში, ღვანკითში, სკანდეს ციხეზე, სვერის ციხეზე, დილიკაურში, ითხვისში და ტაბახმელაში. მონაწილეობდა საირხის, არმაზისხევის, ბაგინეთის, თრიალეთის, ხვამლის მთის ექსპედიციების მუშაობაში.

 

წიგნში თავმოყრილია ამ გათხრების შედეგად მოპოვებული არქეოლოგიური მასალების ანალიზი, რომელიც შესწავლილია კოლხეთისა და იბერიის ისტორიის ფონზე. სტატიები წლების მანძილზე ქვეყნდებოდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში და წიგნი არქეოლოგიური საქმიანობის  ერთგვარი შეჯამების მცდელობაა.

 

დანართის სახით წარმოდგენილია ტაბახმელის N4 სანგრის არქეოლოგიური ვითარების ამსახველი სურათი. აღნიშნული სანგარი არქეოლოგიურად შესწავლილი პირველი და დღემდე ერთადერთი საბრძოლო ობიექტია საქართველოში.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
19.9
ნანახია
1535