ზურაბ გურული - სპილო წყვდიდში


15

გაზიარება:

„სპილო წყვდიადში“ ძველინდური ფილოსოფიური იგავია სამყაროს იდუმალებაზე, რომელიც მოხდენილად გალექსა სუფიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, დიდმა პოეტმა, დარვიშმა და ფილოსოფოსმა ჯალალედინ რუმიმ. ზურაბ გურულმა თავად თარგმნა რუმის ეს ლექსიც და რომანში გამოყენებული სხვა ლექსებიც, რომლებიც ერთგვარ წინასიტყვაობად მიუძღვის რომანის მთავარი გმირის, სიმონ-საიმონის უცნაურ და ფათერაკიან თავგადასავალს თბილისიდან ახალ ორლეანამდე და შემდეგ ლუიზიანას უკიდეგანო ჭაობებში, ორლეანელ აჩრდილთა სამფლობელოში თუ ამერიკული კლინიკის საოპერაციოებში.



რომანი მარადიულ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა მისტიკის, მეცნიერების, ფილოსოფიისა და სიყვარულის მეშვეობით. – არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?


 

„სპილო წყვდიადში“ თავისებური ამერიკული მელტინგ პოტ-იცაა, რომელმაც ერთგვარად შეიდნო და შეითავსა რომანის ქართველი, გერმანელი, ინდოელი, არგენტინელი, აფრიკელი თუ რუსი გმირები. ალბათ მკითხველიც სიამოვნებითგაჰყვება ამ უცნაურ თავგადასავალს და მათი საშუალებით შეეცდება საკუთარი სევდისა თუ იმედის გაქარწყლებასა თუ ახსნას.

ფასი
15
ნანახია
49