shaqrobabua

თინათინ სალაყაია - კორაბორაცია (პატარა კორას ამბავი)


19.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 96

გამოცემის წელი: 2023

პანდემიის დროს გაჩენილი პატარა უფლისწულის ქართველი მეგობარი პატარა კორა!

 ძალიან ემოციური, ჰუმანური,ადამიანურზე კიდევ უფრო მეტი ადამიანური, სევდიანი, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი, სიყვარულით და სითბოთი გაჟღენთილი ამბავი.

 წიგნის ავტორი უცნაურ მეგობარს გაიჩენს, რომელიც პანდემიამ მოუყვანა…პატარა ციცქნა კორა, რომლის ისტორია ამ პატარა მოთხრობაში ჩაეტია და რომელმაც თავისი სტუმრობით გამოწვეული შიში გააფერმკრთალა, შეამცირა და ჩვეულებრივ ამბად აქცია. ყველაზე საინტერესო ნაწარმოებში მაინც ეგზიუპერის პატარა უფლისწულისა და კორას დამეგობრებაა. წიგნში გადმოცემული სიკეთე, ერთგულება და ურთიერთობები დრამატულ მოვლენებს საინტერესოდ აქცევს. არ არსებობს მკითხველი, რომელიც ციცქნა კორას ავტორივით არ შეიყვარებს, მისი თავგადასავალი გულს არ აუჩუყებს და არ გაათბობს. შესანიშნავი ამბავი კიდევ უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი დასასრულით ცრემლებსაც მოგგვრის და ემოციებიც ძალიან დიდხანს გაგყვება.

 ყველა აბზაცი, ყველა დიალოგი,ყველა წინადადება ბევრ რამეზე ახლებურად დაგაფიქრებს და დაგარწმუნებს, რომ ნამდვილ სიყვარულს არ აქვს საზღვრები. ეს მოთხრობაც ხომ სწორედ სამუდამო სიყვარულზეა.

ერთ წიგნში ორ ენაზე ქართულად და ინგლისურად გაეცნობით ,, კორაბორაციას,, იგივე ,,პატარა კორას ამბავს”, რომელიც განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილთათვის.

 

ფასი
19.9
ნანახია
459