shaqrobabua

ზურაბ ლავრელაშვილი - 3 რომანი. მღვიძარება. ქალაქი მტვერში. განკვართული


15.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 416

გამოცემის წელი: 2021

„ამ წიგნში თანამედროვე ავტორის – ზურაბ ლავრელაშვილის სამი რომანია თავმოყრილი. „მღვიძარება“ და „ქალაქი მტვერში“ ერთგვარი ურბანული აპოკრიფებია – რომანები, სადაც მთავარ გმირებს შორისაა პატარა ქალაქებიც, თავიანთი სევდით თუ საიდუმლოთი. „მღვიძარება“ პროვინციულ ქალაქში ახალგაზრდა პაციენტის სამკურნალოდ ჩასულ ექიმ-ფსიქიატრზე მოგითხრობთ, „ქალაქი მტვერში“ კი დეტექტიური ამბავია, პატარა ქალაქის ანომალიური მოვლენების გამოსაძიებლად დაქირავებული გამომძიებლისა და ადგილობრივთა კონფლიქტების შესახებ; „განკვართული“ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული და მითოსური პლასტებით სავსე ტექსტია, რომლის მთავარი გმირიც ყველასთვის ნაცნობი ქართული მითოსის გმირები არიან – თანამედროვე სამყაროში მოხვედრილები და გადარჩენის ზღვარზე მყოფნი.

 

ამ რომანებში ბევრი თავგადასავალია, ნოყიერი და დახვეწილი ენით მოთხრობილი; მათში, ფხიზლად და მკაფიოდ – როგორც სქლად დადებულ მტვერზე დამჩნეული ნაფეხურები – ადამიანის ძახილი ისმის, ხან საკუთარ სულში, ხანაც სამყაროს უფსკრულში ჭეშმარიტების საძებნელად გადაშვებული ადამიანის, რომელიც ერთდროულად ძველისძველიცაა და ახალთახალიც, რომელსაც ისევე უყვარს, როგორც სძულს და, ყოველ წამს მზადაა სიკვდილისათვის, რადგან კიდევ ერთხელ შეძლოს აღდგომა...“ – ნინია სადღობელაშვილი

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
15.9
ნანახია
1243