shaqrobabua

ანისური რაჰმანი - ლექსები


8.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი:

გამოცემის წელი: 2022

თანამედროვე ბენგალელი პოეტის, ანისურ რაჰმანის, ლექსები პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე 2021 წელს. 

მისი სამწერლო დებიუტი შედგა 2003 წელს პოეტური კრებულით „ცარიელი ჭიქა“. მშობლიურ ბანგლადეშში აღიარებულია, როგორც პოსტთაგორიანული პოეზიის წარმომადგენელი. არის 20-ზე მეტი კრებულის ავტორი. წერს ბენგალურ, ინგლისურ და შვედურ ენებზე ლექსებს, მოთხრობებს, პიესებსა და საბავშვო ნაწარმოებებს. 

2016 წელს მონაწილეობდა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში. 2017 წელს ანისურ რაჰმანის პოეტური ციკლის („ნუ მოკლავენ ჯარისკაცები ჩემს თოჯინას“) მიხედვით  ქართულ სცენაზე დაიდგა პიესა ბათუმის მონო-პიესების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.

არის შვედეთის მწერალთა კავშირის, პენ-კლუბისა და დრამატურგთა გაერთიანების  საპატიო წევრი. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

კრებულში წარმოდგენილი ლექსების ქართული თარგმანი შესრულებულია მანანა მათიაშვილის მიერ ნაწარმოებების ავტორისეული ინგლისური ვერსიიდან.

ფასი
8.9
ნანახია
1177