shaqrobabua

ნიკო დადიანი - დღიურები


16.9

გაზიარება:

მაგარი გარეკანი

გვერდი 210

გამოცემის წელი: 2022

ნიკო დადიანს – ისტორიკოსს, საზოგადო მოღვაწეს, მწერალს, მსაჯულსა და დიპლომატს – თანამედროვეებმა და შთამომავლებმა დამსახურებისთვის „დიდი ნიკო" უწოდეს. ის, როგორც სამხედრო მთავარსარდალი, ელჩი და სამეგრელოს მმართველი, მთელ რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი დღიურები.

 

წიგნში დაცულია ძვირფასი ცნობები სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროთა შესახებ, XIX საუკუნის პირველ მესამედში იქ არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საყურადღებოა ის ცნობები, რომლებიც სამართალსა და სამართალწარმოებას შეეხება, რადგან ნიკო დადიანი XIX საუკუნის მიწურულიდან გარდაცვალებამდე მოსამართლე, 1815 წლიდან კი სამეგრელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მსაჯულთუხუცესი ანუ მდივანბეგთუხუცესი იყო.

 

დღიურები წარმოადგენს წყაროს ქართული გვარების ისტორიისთვისაც. გარდა ამისა, იგი მდიდარ წარმოდგენას იძლევა ნიკო დადიანის პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაზე.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
16.9
ნანახია
1420