shaqrobabua

მანანა მიქაშავიძე - 16 არტპროექტი ბავშვებისთვის


24.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 80

გამოცემის წელი: 2022

ეს წიგნი შეიქმნა გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოში მუშაობის თერთმეტწლიანი გამოცდილების შედეგად. ჩვენი დაკვირვებით, ხელოვნების ისტორიას ბავშვები ცოცხალი, ადვილად გასაგები ამბებით უკეთ იმახსოვრებენ. სტუდიის მეცადინეობის დროს, რომელიმე ქვეყნის ისტორიული მოვლენებიდან, მითოლოგიიდან ან სხვა გადმოცემებიდან მოკლე ამბებს ვუყვებოდით, რის მერეც, ბავშვებთან ერთად იმ ქვეყნის ხელოვნების ნიმუშებით შთაგონებულები, სხვადასხვა ნივთს ვქმნიდით. ასეთ დროს ისინი თან კულტურული ნიმუშების ანალოგიებს მიყვებოდნენ, თან უნებურად თავიანთ ფანტაზიასაც აღვიძებდნენ და დროში მოგზაურობდნენ. ბავშვებში ფანტაზიის განვითარება კი, ყველამ ვიცით, თუ რა მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში, სადაც უამრავი მზა, გადამუშავებული ინფორმაციაა ადვილად ხელმისაწვდომი.

წიგნში აღწერილია თექვსმეტი პროექტი, რომელიც საგანგებოდ შევარჩიეთ დამზადების ტექნიკების მიხედვით. ცხადია, ამ მეთოდების გამოყენებით გაცილებით მეტი პროექტის გაკეთებაა შესაძლებელი. ჩვენი ამოცანა იყო, ბავშვებისთვის ერთად მოგვეგროვებინა სხვადასხვა მასალისა და მეთოდის შესაძლებლობები. გარდა იმისა, რომ ასეთი პროექტების შესასრულებლად ისინი გარკვეულ უნარებს დაეუფლებიან, თან გაეცნობიან პატარა ამბებს მსოფლიოს დიდ ხალხებსა და მათ ყოფა-ცხოვრებაზე. ვფიქრობთ, ის, რომ ჩვენი სამყარო ერთიანი ქსოვილია და ჩვენი ქვეყანაც ამ დიდი ცივილიზაციის ნაწილია, აუცილებელია განსამტკიცებელი ცოდნა ბავშვებისთვის, რადგან ამ ქვეყნების კულტურის ცნობა და პატივისცემა ხელს შეუწყობს ბავშვებს, საკუთარი ადგილი მოიპოვონ ცივილიზებულ სამყაროში.

და კიდევ, ერთად შეასრულეთ ეს პროექტები, მშობლებთან ერთად ასეთი დროსტარება ბავშვებისთვის დაუვიწყარი მოგონება გახდება!

გამომცემლობა
ბუქმანია
ფასი
24.9
ნანახია
844