shaqrobabua

გივი ჩიღვინაძე - მთებისა და ტყეების ამბები


11.5

გაზიარება:

ამ საბავშვო წიგნში დაბეჭდილ ლექსებში წელიწადის ოთხვე დროს ნახავთ, ჯერ
გაზაფხული გაგახარებთ, როცა პირველი ყვავილები მოდიან ჩვენს ტყეებში,
იგრძნობთ, როგორ ხვდებიან ბუნების გამოღვიძებას ფრინველები და ცხოველები,
რაზე ფიქრობენ და ოცნებობენ ხეები... შემდეგ ზაფხულის ამბები გაგახალისებთ,
რატომ დაეღვარათ მოჩხუბარ ბელებს თაფლი, ვისთან ერთად ცხოვრობს ტყეში
მოხუცი ჩალხო და რომელ მეზობლებს უმასპინძლა მელამ... მერე შემოდგომის
აყვითლებულ მთებში დათვების რთველს დაესწრებით, მეფობაზე მოფიქრალი
ციყვის ნაამბობს მოისმენთ და მსუნაგი მაჩვების ქურდობის ამბავს გაიგებთ...
ბოლოს ზამთრის თეთრ მდუმარებაში შეაბიჯებთ და ფიფქების შრიალში
კურდღლის, კოდალას, ჩხიკვის, კვერნასა და სხვათა თავგადასავლებს
გაეცნობით, აქვე მოთხილამურე ბიჭებს შეხვდებით და ტყის ბიბლიოთეკას
ნახავთ... წაიკითხეთ ეს ლექსები - თქვენ თვალწინ ბუნების უმშვენიერესი
სურათები გადაიშლება. წიგნმა იაკობ გოგებაშვილის პრემია დაიმსახურა.

ფასი
11.5
ნანახია
455