shaqrobabua

გივი ჩიღვინაძე - მზე შინა და მზე გარეთა


7

გაზიარება:

წიგნში წარმოდგენილია უმნიშვნელოვანესი ნაწილი ქართული ხალხური
დღეობა-დღესასწაულებისა და წეს-ჩვეულებებისა, რომლებიც ოდითგან
ეწყობოდა ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ერის წარსული წარმოუდგენელია ამ
მშვენიერი რიტუალების გარეშე. ამ დღესასწაულებში უმეტესად ბავშვები და
ახალგაზრდები მონაწილეობდნენ და ამიტომ ეს ძველი ქართული ყოფის
სურათები საინტერესოა ჩვენი მომავალი თაობისათვის. ისინი ჩვენი
თვითმყოფადი კულტურის საფუძველია. მათი ნაწილი ქრისტიანული
დღესასწაულების თანამდევია და ღვთისადმი ლოცვა-ვედრებითაა გაჯერებული.
ეს კრებული გააცნობს ჩვენს ბავშვებს ძველი ქართული ყოფის დამახასიათებელ
ნიშან-თვისებებს - იმ დღეობა-დღესასწაულებსა და წეს-ჩვეულებებს, რომლებიც

უფრო მეტად ალამაზებდნენ და ამრავალფეროვნებდნენ ჩვენი წინაპრების
ცხოვრებას.

ფასი
7
ნანახია
659