სერგი მაკალათია - თორი
19.9 13.9
მაგარი გარეკანი
გვერდი: 138
გამოცემის წელი: 2023
მრავალტომეული თავს უყრის საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის აღიარებული მკვლევრის, მხარეთმცოდნისა და არქეოლოგის,პროფესორ სერგი მაკალათიას (1893-1974), პრაქტიკულად ყველა შრომას, რომელიც თანამედროვე მკითხველს მისი დიდი ღვაწლის გააზრებასა და გაცნობაში დაეხმარება. გასათვალისწინებელია,
რომ ნაშრომთა უმეტესი ნაწილი მხოლოდ ერთხელ, მეცნიერის
სიცოცხლეში გამოიცა. წინამდებარე ტომი 1957 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნებულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ნარკვევს – „ბორჯომის ხეობას“ –
ეთმობა. ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული აღნიშნული ნაშრომი მას შემდეგ პირველად გამოიცემა. გადავწყვიტეთ წიგნის სათაურად, მაკალათიას სხვა წიგნთა მსგავსად, მხარის ძველი სახელწოდება აგვეღო.
ავტორისავე განმარტებით, თორი გახლდათ ქართლისა და სამცხის მიჯნაზე მდებარე კუთხის ისტორიული სახელწოდება VIII-IX
საუკუნეებიდან 1830 წლამდე, ვიდრე მას რუსეთის იმპერიის სამხედრო უწყებამ ბორჯომის ხეობა არ უწოდა.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 13.9
- ძველი ფასი
- 19.9
- ნანახია
- 766