shaqrobabua

ნონა ქობალია - მთვარის მოზაიკა


14.9 10.5

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 274

გამოცემის წელი: 2023

არაერთი სანდო წყარო მოწმობს, რომ არსებობდა კოლხური ასტროლოგიის, ოკულტური მეცნიერებისა და ალქიმიის მძლავრი სკოლა, რომელსაც თუთაშური, მერცხულური – მთვარის მოგვებისა და ვარსკვლავთმრიცხველთა ცოდნა ედო საფუძვლად და ამასთან თავისთავში აერთიანებდა უძველესი დროის აღმოსავლურ და დასავლურ ოკულტიზმს და კოსმოგონიას, გარდატეხილს საკუთრივ კოლხური რწმენა-წარმოდგენებისა და მსოფლშეგრძნების პრიზმაში.

 

სამწუხაროდ, ეს ცოდნა არ შემორჩენილა ფოლიანტების სახით (ეს დროის მსახვრალ ძალაზე არანაკლებ, ჩვენმა ძნელბედობამ განაპირობა), ქვაწერილობა – კირბებიც კი მარადმედინ დროში დაინთქა და მისი რეკონსტრუქცია, თუ უიმედო არა, უაღრესად რთულია, რადგან იგი, მხოლოდ ამოუხსნელ სისხლისმიერ, ენობრივ მეხსიერებაში არსებობს და სუბსტანტის სახითაა განფენილი მითებსა და ზღაპრებში, რიტუალურ ქმედებებში, მაგიურ სიტყვებსა და შელოცვებში, საზოგადოდ, მეგრულ ლექსიკაში.

 

კრებულის ავტორის, ნონა ქობალიას წარმოდგენილი ნარკვევევები არის მცდელობა შესაძლებლობის ფარგლებში აღადგინოს დაფშვნილი და დანაწევრებული მოზაიკური სურათის ფრაგმენტები და შესაბამისად, შეიცავს მნიშვნელოვან ექსკლუზიურ მასალას – მეგრელთა წეს-ჩვეულებებთან და რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებულ მივიწყებულ თუ პროფანირებულ მითოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ასპექტებზე, მათ სხვადასხვა დანაშრევზე, დროში ტრანსფორმირებადი მეგრული მსოფლმხედველობის კავშირებზე, უპირველეს ყოვლისა, ქართულ მითოლოგიასთან და ასევე მსოფლიოს სხვა ძველი ხალხების საზრისთან.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
10.5
ძველი ფასი
14.9
ნანახია
261