shaqrobabua

ჰანა არენდტი - აიხმანი იერუსალიმში


22.9

გაზიარება:

„ის თავის მოვალეობას ასრულებდა... ემორჩილებოდა არა მარტო ბრძანებებს, არამედ კანონსაც“.
1960 წლის 11 მაისის საღამოს ნაცისტური რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ადოლფ აიხმანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არგენტინაში იმალებოდა, ისრაელის დაზვერვის სამსახურმა ბუენოს-აირესის გარეუბნიდან გაიტაცა. აიხმანი ისრაელში ჩაიყვანეს, სადაც იგი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლდა. ბრალდებულს მიესაჯა სიკვდილი ჩამოხრჩობით. გერმანული წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი, ჰანა არენდტი (1906-1975), პროცესს ესწრებოდა, როგორც ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ კორესპონდენტი. მისი წიგნი „აიხმანი იერუსალიმში – ანგარიში ბოროტების ბანალურობაზე“, XX საუკუნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად ითვლება. 

 

 

გამომცემლობა : დიოგენე 

გვერდები : 412

მთარგმნელი : თამარ ლომიძე

ფასი
22.9
ნანახია
361