shaqrobabua

მოსე გოგიბერიძე - შემეცნების საგნის პრობლემა


10

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 84

გამოცემის წელი: 2023

ტრაქტატს გოგიბერიძე ტრადიციული ფილოსოფიური დაპირისპირებით იწყებს „იდეალიზმსა“ და „მატერიალიზმს“ ან როგორც თავად უწოდებს, „რეალიზმს“ შორის. არის კი გარეშე საგანი ცნობიერების, „შემეცნება-აქტის“ პროდუქტი თუ იგი მისგან დამოუკიდებლად არსებობს და ამრიგად, სწორედ იგი განსაზღვრავს შემეცნებას? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გოგიბერიძე თეორიული ფილოსოფიის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას – ცნებისა და საგნის დამთხვევის საკითხს აყენებს. ავტორის აზრით, ფენომენოლოგიის მთავარი პრობლემა ასეთ გაორებაშია საძიებელი: ერთი მხრივ, არსებობს ცნობიერების, „შემეცნება-აქტის“ მიერ მითითებული საგანი – „შემეცნების საგანი“, ხოლო მეორე მხრივ, მის მიღმა მყოფი – „რეალური საგანი“, რომელიც გარკვეული ნაწილით ემთხვევა, ან უნდა ემთხვეოდეს „შემეცნების საგანს“, მაგრამ სრულად არ იმეორებს მას. გოგიბერიძე სწორედ ამ პრობლემის გადალახვის მცდელობებს მიმოიხილავს ფილოსოფიის
ისტორიაში გერმანული იდეალიზმის შემდგომ.

გამომცემლობა
მემორია
ფასი
10
ნანახია
297