shaqrobabua

იტალო კალვინო - ობობას ბუდეების ბილიკი


14.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 207

გამოცემის წელი: 2023

„ობობას ბუდეების ბილიკი“ 23 წლის იტალო კალვინოს მონათხრობია იტალიის „წინააღმდეგობის მოძრაობაზე“, ომზე, სევდიან, ბრაზიან, სახლს დანატრებულ პარტიზანებზე; ეს იძულებით ნაადრევად გაზრდილი, სევდიანი პატარა ბიჭის ამბავია, ბავშვის, რომელიც ყველას მეგობარია და, ამავე დროს, ყველაზე მარტოა, რომელმაც იცის, რა სასტიკები არიან ადამიანები, მაგრამ თან ახსოვს, რომ დედა კეთილი იყო; ბავშვის, რომელიც მეგობარს ეძებს, რომ პისტოლეტის ამბავს მოუყვეს და ობობას ბუდეები აჩვენოს, ეძებს „დიდ, პურივით რბილ და თბილ ხელს“, რომელსაც თავის პატარა, შეშინებულ ხელს ჩაჰკიდებს და იმედისკენ გაჰყვება.

იტალო კალვინო (1923-1985) იტალიელი მწერალი და ესეისტი, მეოცე საუკუნის იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინტელექტუალია. მასთან დაკავშირებით ხშირად ახსენებენ ნეორეალიზმსა და პოსტმოდერნიზმს, თუმცა თავად ერიდებოდა საკუთარი ნაწერების კლასიფიკაციას ლიტერატურული მიმდინარეობების მიხედვით. კალვინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწერებს შორისაა: „ბარონი ხეზე“, „განახევრებული ვიკონტი“, „არარსებული რაინდი“, „მარკოვალდო“, „კოსმოკომიკური ამბები“, „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“.

იტალო კალვინოს პირველი რომანი „ობობას ბუდეების ბილიკი“ პირველად გამოიცემა ქართულად.

გამომცემლობა
ბაკურ სულაკაური
ფასი
14.9
ნანახია
228