shaqrobabua

დაგლას სტიუარტი - შაგი ბეინი


23.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 520

გამოცემის წელი: 2023

მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე

„შაგი ბეინი“ შოტლანდიელი მწერლის, დაგლას სტიუარტის სადებიუტო რომანია. ნაწარმოებმა გამოსვლისთანავე მოიპოვა პოპულარობა და მკითხველთა აღიარება. მას ლიტერატურის უამრავი მოყვარული მიიჩნევს თანამედროვე კლასიკად.

80-იანი წლების გლაზგოში მცხოვრები აგნეს ბეინი, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არ იმჩნევს, ხვდება, ყველაფერში ხელი მოეცარა.
მომხიბვლელი ქალი, რომელიც მუდამ ოცნებობდა მშვიდ და მხიარულ ცხოვრებაზე, საკუთარ, ეზოიან სახლზე, მოყვარულ ქმარ-შვილსა და მიმზიდველ
ნივთებზე, სანაცვლოდ ქმარმა მიტოვებული მაღაროს გარშემო დასახლებულ პირქუშ, მიყრუებულ უბანში საცხოვრებლად წაიყვანა. მერე კი თავადაც ამ უღმერთო ადგილას მიატოვა.

რუხ სიცარიელეში ჩაძირული აგნესი შვებას სასმელში პოულობს და თანდათანობით ყველაფერს კარგავს – ქმართან ერთად მშობლებს, შემდეგ ღირსებას, შემდეგ შვილებს… გარდა ნაბოლარა შაგისა, რომელსაც ალკოჰოლთან დაუსრულებელ და მომქანცველ ბრძოლაში დედის მარტო დატოვება არ შეუძლია.

გამომცემლობა
ბაკურ სულაკაური
ფასი
23.9
ნანახია
141