shaqrobabua

კობო აბე - ქალი ქვიშაში


13.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 230

გამოცემის წელი: 2023

მთარგმნელი: აკაკი ბრეგაძე

„ქალი ქვიშაში“, კობო აბეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი, მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთი ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა.

მის მიხედვით რეჟისორმა ჰიროში ტეშიგაჰარამ 60-იან წლებში ფილმიც გადაიღო. რომანის მარტოსული გმირი, ქვიშაში ჩაფლულ სოფელში „დატყვევებული“
უბრალო მწერების შემგროვებელი ბედს არ ურიგდება და ქვიშის ტყვეობიდან თავის დახსნას ყველანაირი ხერხით ცდილობს, რათა ნორმალურ ცხოვრებას და საკუთარ საქმეს დაუბრუნდეს.

ცნობილი იაპონელი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის, კობო აბეს ნამდვილი სახელი და გვარია აბე კიმიფუსა.

ის დაიბადა 1924 წელს ტოკიოში. ბავშვობა მანჯურიაში გაატარა და ლექსების წერაც მცირე ასაკში მანჯურიაშივე დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ის კვლავ ტოკიოში დაბრუნდა და იქვე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე (გარდაიცვალა 1992 წელს).

კობო აბეს სახელთან დაკავშირებულია XX საუკუნის 50-იანი წლების იაპონური ხელოვნების აღმავლობა.
მისი შემოქმედების ძირითადი თემაა კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, გაუცხოება, სულიერი მარტოობის პრობლემა და თანამედროვე
მსოფლიოში ადამიანის თვითდამკვიდრების მცდელობა. სწორედ ამ თემებზე ააგო მან რომანები: „ქალი ქვიშაში“, „კედელი“, „სხვისი სახე“, „ადამიანი-ყუთი“…

გამომცემლობა
ბაკურ სულაკაური
ფასი
13.9
ნანახია
244