shaqrobabua

ნინო მანძულაშვილი - ამბავი მწუხრისა


19.9

გაზიარება:

მაგარი გარეკანი

გვერდი: 487

გამოცემის წელი: 2023

ისტორიული რომანი „ამბავი მწუხრისა“ ერთგვარი გაგარძელებაა „ვახტანგ გორგასლისა“, თუმცა ორივე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ნაწარმოებია. მასში ასახულია საქართველო ვახტანგ გორგასლის გარდაცვალებიდან ასურელი მამების შემოსვლამდე.

დაჩი უჯარმელსა და მის მემკვიდრეებს იოლი დრო არ შეხვედრიათ ქვეყნის სამართავად. ირანის მტრობას თან ერთვოდა შინაგამცემლობა. არც საეკლესიო საქმე იყო მოგვარებული. განხეთქილება გაჩნდა ქრისტიანობის შიგნითაც დიოფიზიტობისა და მონოფიზიტობის სახით. მართლმადიდებლური მრწამსისა და მოციქულების სწავლების უცვლელად შენარჩუნებას სწორედ ასურელ მამებს უნდა ვუმადლოდეთ.

მხატვრული ნაწარმოების მთავარი გმირები არიან ხევისთავი ბერდია ლომიძე და მისი შვიდი ვაჟი. მათგან გამორჩეულია ბექა, რომლის ტვირთი და ჯვარი უმძიმესი: სამშობლოს მოწყვეტილი, ტყვედ ჩავარდნილი, ირანის სამეფო კარზე დაწინაურებული ბექა ცდილობს, სანატრელ იბერიას რამე არგოს, თუნდაც სანაცვლოდ ზვარაკად შეეწიროს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ვაჟის, ონისე ლომიძის მოკლე ისტორია, რომანის შექმნისას მოთხრობად ჩაწერილი, 2020 წელს  „რევაზ ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსის“ გამარჯვებული გახდა.

ფასი
19.9
ნანახია
232