shaqrobabua

ნინო მანძულაშვილი - ვახტანგ გორგასალი


19.9

გაზიარება:

მაგარი გარეკანი

გვერდი: 454

გამოცემის წელი: 2022

ისტორიული რომანი  "ვახტანგ გორგასალი" მეხუთე საუკუნის საქართველოში გამოგზაურებთ. თხრობა ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება მემატიანეს და მხატვრულ რეალობას ქმნის. თითქოს სურს, მკითხველში გააღვიძოს გრძნობა სამშობლოსათვის თავგანწირვისა, მისი უანგარო სიყვარულისა, თავდადებისა, ვაჟკაცობისა, ქართველობით სიამაყისა... გაახსენოს, რანი ვიყავით და ახლა რანი ვართ...

მოქმედება იწყება ოსების მიერ ქართლის დარბევით. ერთ-ერთი მთვარი გმირი, ვაჩე გიორგაძე, ამ დროისთვის მხოლოდ თორმეტი წლის ბავშვია, მაგრამ ეს დღევანდელი გადასახედიდან. მისი სახით  წარმოჩენილია ქართველი ვაჟკაცი, მისი ყველა თვისება, რომლის წყალობითაც ჩვენმა წინაპრებმა სამშობლო შეგვინარჩუნეს. იკითხავს ვინმე, მთავარი გმირი ხომ წმინდა მეფეაო?! დიახ, მთავარი გმირი ვახტანგ გორგასალია, საქართველოს მეფეთაგან ერთ-ერთი უძლიერესი და უკეთილშობილესი მმართველი, სამართლიანი, თავდადებული, ქველი... ეკლესია-მონასტრების აღმშენებელი... ძნელია წმინდან მეფეზე წერა. ყოველ სიტყვას ასჯერ წონი და ას საცერში ატარებ... უფლისა გეშინია... ვერ მიაწერ წმინდანს შენს ფანტაზიაში შობილ ყველა საქციელსა და თვისებას... ამიტომაც იქცა ვაჩე გიორგაძე ერთ-ერთ მთავარ გმირად.

ვახტანგ გორგასალია დედაბოძი იმდროინდელ საქართველოზე გუმბათად გადაფარებული ცისა... ვაჩე გიორგაძე კი რიგითი სვეტია, რომლის გარეშეც ასე თუ ისე გაჭირდებოდა, რომლის მსგავსი მამულიშვილების გარეშეც ქართლის ცას დაქცევის საფრთხე დაემუქრებოდა.

შეიძლება, მკითხველს მოეჩვენოს, რომ მხატვრული ნაწარმოების ენა მძიმეა და არქაულ ელემენტებსაც შეიცავს, მაგრამ მალევე დარწმუნდება, რომ სწორედაც შესაფერისია. დამეთანხმებით, V საუკუნის საქართველოში თანამედროვე ქართულით არც საუბრობდნენ და არც ფიქრობდნენ.

ფასი
19.9
ნანახია
271