shaqrobabua

დალილა ცატავა - გასტრონომიული სიზმრები


30.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 426

გამოცემის წელი: 2023

„დაგსიზმრებიათ გასტრონომიული სიზმრები? მეხსიერების მონატრებული ადგილები, ბავშვობის სამოთხე, სივრცე, სადაც ყველაზე უკეთ გრძნობ, როგორი ცოცხალი ხარ?

 

იცით, როგორია საქართველოს, ამ უძველესი ქვეყნის, ხორბლის, ღვინის, თაფლისა და ყველის სამშობლოს მთავარი გემო? იქნებ საიდუმლო მითიურ კოლხეთშია? იქნებ პირიქით, აწმყოში, თანამედროვე გემოების წაკითხვაში?

 

წაგიკითხავთ წიგნი, რომელიც ერთდროულად გასტრონომიული თუ ეთნოგრაფიული კვლევაა, თან კულინარიული პროზა, თან ყველაზე მტკივნეული მოგონებების საცავი? ამოგიხსნიათ ჩვენი ქვეყნის რიტუალების მაგიური გემო და უხსოვარ წარსულში დაფლული კულინარიული საიდუმლო?

 

„რა ბედნიერებაა, რომ არსებობს მოგონება, ტკბილი და სანუკვარი, რომელსაც ყოველთვის ახლავს სევდა“ – წერს დალილა ცატავა თავის წიგნში, რომელიც ყველა იმ შეგრძნებისა და ემოციის საცავია, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს, პროდუქტებისა და ნივთიერებების ქიმიურ ზავს კი – ჯადოსნურ პროცესად.“ – დიანა ანფიმიადი

ფასი
30.9
ნანახია
334