shaqrobabua

დავით მერკვილაძე - დავითგარეჯი – ისტორია და პოლემიკა


14.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 70

გამოცემის წელი: 2023

საბჭოთა რუსეთის მიერ ამიერკავკასიის ოკუპაციის შემდეგ საქართველოს სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს შორის ახალი საზღვრების გავლების შედეგად დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი (მონასტრები: ბერთუბანი, უდაბნო და ნაწილობრივ ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის მხარეს მოექცა. დღეს საზღვრის ეს მონაკვეთი არ არის დელიმიტიზირებული და ტერიტორია ამ სახელმწიფოებს შორის სადავოდ განიხილება. 

 

აზერბაიჯანის წარმომადგენლები აღნიშნულ მონასტრებს ალბანური კულტურის ძეგლებად აცხადებენ, რომელიც ქართველებს თითქოს მოგვიანებით მიუთვისებიათ. თუმცა ამის დამადასტურებელი არც ერთი ისტორიული წყარო დასახელებული არ არის.

წინამდებარე ნაშრომში დეტალურად არის გაანალიზებული აღნიშნული შეხედულებების მეცნიერული უსაფუძვლობა. მეორე მხრივ, მოცემულია ამ მხარის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა უძველესი დროიდან დღემდე და ნაჩვენებია, რომ იგი მუდმივად შედიოდა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში და არასოდეს მის გარეთ არ მოიაზრებოდა.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
14.9
ნანახია
145