shaqrobabua

სოსო ყიფშიძე - ბედთან მოთამაშე


11.9

გაზიარება:

„ბედთან მოთამაშე“ სოსო ყიფშიძის პირველი პროზაული კრებულია, რაც უკვე დიდი იშვიათობაა დებიუტანტ ავტორთა ტექსტებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს წერას ამგვარად ძალიან ცოტა იწყებს, ან თუ იწყებს, მცირე პროზას სამწერლო გზის ერთგვარ საფეხურად აღიქვამს ვრცელი რომანის შექმნამდე. შესაბამისად, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მოთხრობა ძალიან გაიშვიათდა, რის გამოც ამ ჟანრში თავის მოსინჯვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმედ იქცა. მოთამაშე, მეოცნებე და სევდიანი – სოსო ყიფშიძის მოთხრობების სათაურებიდან ამოკრეფილი სიტყვებით უნებურად იმ პერსონაჟის პორტრეტი იხატება, რომელმაც ავტორს შთააგონა, განცდილი, ნანახი თუ გაგონილი მხატვრულად დაემუშავებინა და მაინც ერთი კაცის თავგადასავლად ექცია. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უმეტესწილად ფარული ვნება, ძნელად გასამხელი სენია, რომლისგან განკურნება აღიარებით, განდობით, გულწრფელი საუბრით იწყება. შესაძლოა, ლუდომანიისგან თავდასაღწევად შემოქმედებითი წერაც ერთგვარი ხსნა იყოს, რადგან ის უპირველესად თეთრი ფურცლის, ანუ ყველაფრის თავიდან დაწყების შიშის დაძლევას გულისხმობს.

ფასი
11.9
ნანახია
127