shaqrobabua

ზიგმუნდ ფროიდი - სიზმრის ინტერპრეტაცია


29.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 468

გამოცემის წელი: 2024

გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ

ზიგმუნდ ფროიდის (1856-1939) – ფსიქოანალიზის ფუძემდებლის – ერთ-ერთი უმთავრესი ნაშრომი „სიზმრის ინტერპრეტაცია“ 1900 წელს გამოიცა (ფაქტობრივად, 1899 წლის ნოემბერში დაიბეჭდა). ითვლება, რომ ფსიქოანალიზის საუკუნე სწორედ ამ წიგნით დაიწყო. ავტორის სიცოცხლეში „სიზმრის ინტერპრეტაცია“ რვაჯერ დაიბეჭდა განახლებული რედაქციით. თავისი თეორიის განვითარების კვალდაკვალ, ფროიდს შესაბამისი ცვლილებები შეჰქონდა ტექსტში. წიგნის ქართული გამოცემა პირველი, 1900 წლის, გამოცემის თარგმანია – ტექსტის, რომელშიც ყველაზე ნაკლებია კრიტიკული შენიშვნებისა და გავლენებისაგან გამოწვეული ცვლილებები.

რატომ ვხედავთ სიზმრებს? რას გვაუწყებენ ისინი? რა ფუნქციას ასრულებს სიზმრის ფენომენი ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში? ფროიდის „სიზმრის ინტერპრეტაცია“ ამომწურავი პასუხების გაცემის მცდელობაა კითხვებზე, რომლებიც კაცობრიობას დასაბამიდან აღელვებს.

გამომცემლობა
დიოგენე
ფასი
29.9
ნანახია
80