shaqrobabua

გიორგი ჭეიშვილი - უცნობი ქალები საქართველოდან


24.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 162

გამოცემის წელი: 2023

„როგორი შეიძლება ყოფილიყო XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში საქართველოში მცხოვრებ ქალთა უმრავლესობის ყოველდღიურობა, როცა არათუ ქალთა ემანსიპაცია, მათ სრულფასოვან ადამიანებად აღიარებაც ხშირად პრობლემა იყო?!

ამ ქალებს ჯერ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა ეზრუნათ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა ბრძოლა თემთან, საზოგადოებასთან თუ ოჯახთან – თავისუფლების მოსაპოვებლად.

 

თუმცა, ამ შავ-თეთრი ბედ-იღბლის მქონე ქალებთან ერთად, იმ დროის საქართველოში, თამამ და გამარჯვებულ უცნობ ქალებსაც შეხვდებოდით, მაგრამ იშვიათად...

 

ეს წიგნი ერთგვარი მცდელობაა, გავაცოცხლოთ და საზოგადოებას გავაცნოთ 1875-1900 წლებში საქართველოში მცხოვრებ ქალთა ტრაგიკული, სიძნელეებით სავსე, ზოგჯერ კი ბედნიერი თავგადასავლები, რომლებიც ამ დრომდე მხოლოდ ძველი გაზეთების [„დროებისა“ და „ივერიის“] ფურცლებზე ცოცხლობდა და სწორედ ასე გადაურჩა სამუდამო დავიწყებას, „უცნობ ქალებს საქართველოდან“ კი მიეცათ შანსი, რომ მათი ბედისა თუ უბედობის შესახებ მომავლის საქართველოშიც გაეგოთ“.

 

ილუსტრატორი: ნინო მემანიშვილი NOIRINK

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
24.9
ნანახია
146