shaqrobabua

ქართული მწერლობა - ნომერი 4


6

გაზიარება:

„ჟურნალის „ქართული მწერლობა“ თებერვლის ნომერი პოლონური ლიტერატურის სულში იხედება. პოლონურ-ქართული ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობა, პოლონელებისა და ქართველების მუდამ უცვლელი ურთიერთსიმპათია, პოლონელთა გავლენა ქართულ კულტურაზე, პოლონური ლიტერატურის არსებობა საქართველოში, ეს ყველაფერი გვავალდებულებს, კიდევ ერთხელ გავაცნოთ ქართველ მკითხველს პოლონეთის რჩეული ლიტერატურული მემკვიდრეობა. ნომრის ავტორები შემთხვევით არ არიან შერჩეულნი, მათი სახელები თბილისში პოლონური ინსტიტუტის მიმდინარე საქმიანობას, ჩვენს მომავალ გეგმებს უკავშირდება, მაგრამ არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, ნაკარნახევია ქართველი მკითხველის, ლიტერატორებისა და მთარგმნელის გემოვნებით. 

 

ჟურნალში წარმოდგენილი ნაწარმოებების ფრაგმენტები პოლონური სულის იმ პერიოდებისთვის დამახასიათებელ თავისებურებას ასახავს, რომლებშიც ისინი იქმნებოდა. ეს ნაწერები სხვადასხვა ლიტერატურულ ეპოქას მიეკუთვნება, მაგრამ ამბოხის, ნოსტალგიის, რომანტიზმის ელემენტები და კაცობრიობისადმი გახსნილობა აერთიანებს“, – მაგდალენა ვოიდაშევიჩი, პოლონური ინსტიტუტის დირექტორი თბილისში.

 

ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ:

 

 

ჟურნალი გამოიცა „პოლონური ინსტიტუტი თბილისში“-ს მხარდაჭერით

ფასი
6
ნანახია
65