shaqrobabua

შუშანა ფუტკარაძე - სტამბოლის ქართული სავანე


9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 82

გამოცემის წელი: 2012

ნაშრომში გადმოცემულია საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერის – სტამბოლის ქართული სავანის ისტორია. ავტორი კარგად იცნობს სავანის დღევანდელ მდგომარეობასაც. წიგნი ძირითადად ეძღვნება სავანის დიდ ქომაგს, გამოჩენილ საზოგადო მოღვაწესა და ცნობილ ქველმოქმედს – სიმონ ზაზაძეს. ასევე წარმოჩენილია ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევა-შენახვის საქმეში სტამბოლელი ზაზაძეების ოჯახის დამსახურება. ავტორი სამართლიანად მიუთითებს, რომ სტამბოლის ქართულ სავანეში შემონახული საგანძური (ეკლესია- მონასტერი, მდიდარი ბიბლიოთეკა და ძვირფასი არქივი, საინტერესო სამუზეუმო ექსპონატები) შეგვინახა თურქმა ხალხმა, თურქეთის რესპუბლიკამ, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, საგულისხმო და დასაფასებელია.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
9
ნანახია
58