shaqrobabua

ბაკურ გოგოხია - „ლაზური გვარსახელები (ლაზური ანთროპონომიის საკითხები)“


11

გაზიარება:

წიგნში განხილულია იმ ლაზური გვარსახელების წარმოების საკითხები, რომლებიც ისტორიულად გავრცელებული იყო აღმოსავლეთ ლაზეთში – სურმენეს სოფელ ჩამბურნუდან მოყოლებული ბათუმის სოფელ გონიომდე. კვლევის ძირითადი ნაწილი ეძღვნება ჩვენებური გვარსახელების მაწარმოებელ „-Vვან“ სუფიქსს (მაგ.: ბაგრატოვანი, ჩიქოვანი), რომელიც აქამდე ლაზურ გვარებში არ ყოფილა გამოვლენილი და ამ სუფიქსით წარმოებულ ლაზურ გვარებს. 

კვლევა ეყრდნობა ოსმალურ საარქივო მასალებს 1486 წლიდან და ძველ ქართულ წყაროებს, რომელბშიაც ყველაზე ადრეა დამოწმებული ლაზური გვარები. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ტოპონიმიას – ოიკონიმებს. მოპოვებული ცნობები შედარებულია დანარჩენი ისტორიული ლაზეთის, ისტორიული ქალდიის თუ სამეგრელოს (ოდიშის და აფხაზეთის), სვანეთის, გურიის, იმერეთის, აჭარის და საქართველოს არაერთი სხვა მხარის მონაცემებთან. 

გამოცემას ერთვის აღმოსავლეთ ლაზეთის რუკა, გვარსახელთა საძიებელი და ინგლისური და თურქული რეზიუმეები.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
11
ნანახია
1767