სერჰი ჟადანი - მესოპოტამია
14.9
გამომცემლობა : ინტელექტი
გვერდები : 302
რბილი გარეკანი
რუსულიდან თარგმნა გაგა ნახუცრიშვილმა
სერჰი ჟადანის – მესოპოტამია – რომანი მოიცავს ცხრა ამბავს. წიგნი ერთ წრესა და გარემოზე მოგვითხრობს. გმირები ამბიდან ამბავში მოგზაურობენ. ფილოსოფიური გადახვევები, ფანტასმაგორიული სახეები, დახვეწილი მეტაფორები და სპეციფიკური იუმორი. ბაბილონის ისტორიები მათთვის დაიწერა, ვისაც სიყვარულისა და სიკვდილის საკითხები აინტერესებს. ქალაქის ცხოვრება, დროის დინება, პერსონაჟთა ბიოგრაფიები, რომლებიც თავისი სიმართლისთვის იბრძვიან, უნდათ, რომ დაინახონ და გაუგონ. ქუჩის შეტაკებებისა და ყოველდღიური ვნებების ქრონიკა. აღიარება და ღალატი, გაქცევა და დაბრუნება, სისასტიკე და სიყვარული.
ამ რომანისათვის მწერალი ანგელუსის ცენტრალური ევროპის ლიტერატურული პრემიით (პოლონეთი) დაჯილდოვდა.
- ფასი
- 14.9
- ნანახია
- 31